понедельник, 9 ноября 2009 г.


                                            ა ვ ტ ო ბ ი ო გ რ ა ფ ი ა

მე, ელენე გიორგის სული ქონიაშვილი დავიბადე 1924 წლის 21 ნოემბერს,გორის რ–ნ სოფელ ქვეშში.  მამაჩემი გიორგი ქონიაშვილი ჩვეულებრივი სოფლის მკვიდრი იყო, საკმარისი განათლება ჰქონდა რომ ოჯახს წინამძღვრობდა. დედა ანიკო ტატიშვილი ერთერთი გიმნაზია დამთავრებული იყო იმ დროში. იგი სულიერი სიმდიდრე იყო ოჯახისა, შვილებს სიკეთისკენ და რწმენისკენ მოუწოდებდა. 1926 წელს გიმნაზია გახსნილა სოფელში და ,,დედა იყო ერთ–ერთი რომელმაც იცოდა წერა–კითხვა,სახარება,სამღთო სჯული,რუსული ენა. სოფლის გოგო–ბიჭები დედაჩემისგან სწავლობდნენ წერა–კითხვას,რუსულის მცოდნე ქვეში მარტო დედაჩემი იყო,თუ საიდანმე რუსი გაჩნდებოდა, დადაჩემთან მოჰყავდათ: აბა კითხე აქ რამ მოიყვანა,რასა თხოულობსო?“ ჩემი პირველი მასწავლებელი გიმნაზია დამთავრებული ანიკო ტატიშვილი იყო–წერს ელენე ქონიაშვილი. სწავლა 1929 წელს დავიწყე,შვიდი კლასი 1937 წელს დავამთავრე, საშუალო კი 1940 წელს თბილისში მე–2 საშუალო სკოლა მაღალი ნიშნებით. უნივრსიტეტში და პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტში  ჩავირიცხე მაღალი ნიშნებით,  მაგრამ მამის სურვილით გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში გადმოვედი.. ომმა ვერ გატეხა ჩემი ნება, არ მიმიტოვებია ინსიტუტი და დავამთავრე წითელ დიპლომზე 1944  წელს. იმავე წელს 20 წლის ასაკში დავინიშნე თეთრი წყაროს საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ და ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად. შემდეგ მერეთის საშ. სკოლის მასწავლებლად, ბოლოს კი ჩემ სოფელში. მე მართლია  დიდი ტალანტის შემოქმედი პედაგოგი არ ვიყავი,მაგრამ ერთგული სტუდენტობა მქონდა გავლილი ზნემაღალ ლექტორებთან: ა.შანიძე, ვ. თოფურია, ა.გაწერელია, გ.ხავთასი, კ. კანდელაკი, ა. აბრამიძე, მ. ჩიკვაიძე, და კიდევ სხვა მრავალნი. არ ვიცი მამის ნებით თუ ჩემი მასწავლებლობით პრინციპული ვიყავი,ფსიქოლოგების შემოწმებით კაცური თვისებები მქონდა, ვიდრე ქალური. მუშაობის დაწყების დღიდან ვიცავდი პატიოსნებას, სამართლიანობას ვაჟკაცურად. ვიყავი ჩემი სოფლის ბავშვების აღზრდისა და განათლების, მათი უფლებების ერთგული დამცველი.

                                                

                   ე. ქონიაშვილი




   

+ იოსებ (სოსო) ელიზბარაშვილი დაიბადა გორის რ–ნ. სოფელ ქვეშში.1924 წლის 1იანვარს საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მისი მშობლები ლადე ელიზბარაშვილი და ანიკო გიუნაშვილი სოფლის შეძლებული მკვიდრნი იყვნენ. მათი მრავალშვილიანი ოჯახი ძალიან გამოირჩეოდა სოფელში. ჰქონდათ აუარებელი მიწები,სახნავი თუ სათესი, ხეხილისა თუ ვენახის დატვირთული ბაღები. ყავდათ აუარებელი შინაური ცხოველი თუ ფრინველი, შრომობდნენ და ცხოვრობდნენ მშვიდად, ყავდათ 8 შვილი, შვიდი ვაჟი და ქალიშვილი.

სოსო რიგით მე–4 ძმა იყო, უფროსი ძმა იაშა მამის მარჯვენა ხელი ყოფილა, მეორე ძმა გოგია ომამდე სახლიდან გავიდა და ვეღარ დაბრუნდა, დღემდე დაკარგულია. მესამე ძმა ალექსანდრე (შურა) დღემდე ჩვენი ქალაქის ღირსეული მოქალაქეა. მეხუთე ძმა ფრიდონი ყველაზე გამორჩეულია ძმებს შორის, ძალიან თბილი, კეთილი  და მშრომელი ადამიანია. მეექვსე ძმა ელიზბარი კი ცოტა უცნაურია თავისი ბუნებით და ცხოვრებისეული არსით.  ძმებში ნაბილარა კი როლანდია, ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი გულის მატარებელი.

მდიდარი იყო სოსო თავისი მრავალშვილიანი დედმამიშვილობით. ბედნიერი შრონისუნარიანი იყო და არის დღესაც ძმების ცხოვრება...

ყველა ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ და რიან მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრებოდა სოსოს... იგი ყველაზე მოსიყვარულე, კეთილშობილი, პატიოსნებისა და სიკეთის მოყვარული, სოფლის აღმზრდელი და მოამაგე... სამწუხაროდ ძმებში ყველა ნაადრევად დაასრულა სიცოცხლე მაგრამ იგი არ მომკვდარა,იგი ცოცხლობს როგორც ვინც ცოცხლები არიან დღეს! დიახ სოსოს არ ივიწყებს ხალხი, სოფელი და სკოლა და საზოგადოება....

 მარადიული ხსოვნა მის სულს...